რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია - ოკუპანტები ავტობანთან გამოჩნდნენ

ოკუპანტების კიდევ ერთი პროვოკაცია. რუსი სამხედროები ავტობანთან გამოჩნდნენ. ფოტოებში, რომელიც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა გაავრცელეს, ჩანს, რომ ორჭოსანის საგუშაგოზე სანგრებს თხრიან. დამატებულია მასალებიც, რაც სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ სამუშაოები ისევ გაგრძელდება. რა რეაგირება მოყვება საქართველოს მხრიდან ამ ფაქტს, არ ვიცით. დღეს პირველებს ჰქონდა საშუალება კითხვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისთვის დაესვა, თუმცა მაღალჩინოსანი ჩვენს კითხვებს გაექცა.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.