ივანიშვილი მაგონებს ვორონცოვის ტიპის პერსონაჟს - მამუკა ხაზარაძე

"ბიძინა ივანიშვილი მაგონებს ვორონცოვის ტიპის პერსონაჟს" - ამის შესახებ განცხადება პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ "საჯარო პოლიტიკის" ეთერში გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველი ოლიგარქი ვორონცოვის ნაბიჯებს მიჰყვება, რომელმაც ქვეყანაში რუსული რეჟიმის დამყარება შეძლო.
მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი რუსების მიერ არის დაპყრობილი, რადგან საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციაზე არის დამოკიდებული.
ბიძინა ივანიშვილი მაგონებს ვორონცოვის ტიპის პერსონაჟს. ვორონცოვმა რა გააკეთა, ჩამოვიდა, სალონები შექმნა, ოპერა ააშენა, მოადუნა ქართველი საზოგადოება, რომ თურმე, ყველაფერი კარგად არის და ესე დაგვიპყრეს, ახლა დაპყრობილები ვართ. მე მინდა, სტატისტიკას ჩახედოთ, მეტი დამოუკიდებლობა რა არის, თუ პურს რუსეთისას ჭამ, ბენზინს რუსეთისას ასხამ, 26 ათასი კომპანია იხსნება, რომელმაც დაგიპყრო და რუსული მენიუთი გიმასპინძლდებიან, ქართველი ამ კომპანიებში არ მუშაობს, ტომსკიდან, ომსკიდან, ჩელაბივსკიდან თვითმფრინავები მოფრინავენ, ეს ყველაფერი ქართველებს შეუქმნის პრობლემას", - განაცხადა ხაზარაძემ.