დაამტკიცებს თუ არა "ოცნება" საქართველოს დაცვის აქტს? - 9 პუნქტიან გეგმას "ლელო" პარლამენტში დღეს შეიტანს

დაამტკიცებს თუ არა "ქართული ოცნება" საქართველოს დაცვის აქტს? - "ლელოს" მიერ შემუშავებულ 9 პუნქტიან გეგმას რამდენიმე საათში პარლამენტში შეიტანენ. მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის თანამებრძოლები ფიქრობენ, რომ ამ დოკუმენტზე ქვეყნის ეროვნული ინტერესები გადის.
ხორბალი, ფქვილი, ბენზინი და ა.შ. ჩვენი სტრატეგიული პროდუქტი - ღვინო, თითქმის 70% რუსეთში გადის და ა.შ. ამიტომ, აღარ ვლაპარაკობ 26 ათას რუსულ კომპანიაზე, რომელიც საქართველოში შეიქმნა, ამ ყველაფერზე ჩვენ 9 პუნქტში ჩამოვაყალიბეთ ის რეგულაციები, რომელიც ამას დაალაგებს და მარტივად რომ ვთქვათ, ჩააყენებს კალაპოტში. მე ვფიქრობ, ყველა პროდასავლური ძალა სხვადასხვა ფორმით ამ საკითხს აყენებდა. დარწმუნებული ვარ, ისინიც შეიძლება რაღაც ინიციატივით შემოვიდნენ. ეს არის ფრონტი ევროპასა და რუსეთს შორის, ამიტომ ყველა პროდასავლური ძალა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
"ლელოში" მიაჩნიათ, რომ დღევანდელი მოცემულობით საუკეთესო გამოსავალი საქართველოს სრული შეერთებაა ევროკავშირის სანქციებთან. ოპოზიციური პარტია დარწმუნებულია, რომ მათ მიერ შემუშავებულ აქტს პრორუსული ხელისუფლების მხარდაჭერა არ ექნება. ამის მიუხედავად, მათ ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი აქვთ.
თუ გინდა ევროკავშირის წევრი გახდე, უნდა შეუერთდე იმ სანქციებს, რომელიც აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული და საქართველო არ უნდა იყოს ის დერეფანი, სადაც პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების ფული და სხვა საშუალებები დაეხმარება უამრავი ქალი, ბავშვი და სამხედრო მოკლას უკრაინაში. რუსეთი არის აგრესორი, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი, ამიტომ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავის სახელი. ევროპული სანქციები სწორედ ის გარანტიაა, რომ ჩვენი ქვეყანა გადაერთოს ეკონომიკურად ევროპის ბაზარზე და რა თქმა უნდა, მეტი დახმარება მივიღოთ ევროპისგან, რომ გავუძლოთ ამ წინააღმდეგობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
"ლელო" დღეს ასევე საქართველოში აშშ-ს ელჩს შეხვდება, რომელთანაც საუბარი, სავარაუდო, სწორედ აღნიშნულ ინიციატივაზე ექნება.