"არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი" - ევროკავშირის ელჩი
ევროკავშირის კიდევ ერთი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებას - "არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი".
ევროკავშირის ელჩი ღარიბაშვილის მთავრობას ახსენებს, რომ ახალ ცხრა მოთხოვნას შორისს, არის ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების შეწყვეტა.
ამასთან, პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ ამბობს, რომ საარჩევნო პერიოდში ძალადობა არის მიუღებელი:
8 ნოემბერს ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის სტატუსის მიღებაზე. ევროკომისიამ ასევე დაასახელა 9 ნაბიჯი, და ჩვენ ასევე ვნახავთ წევრი ქვეყნები გაიზიარებენ თუ არა 9 ნაბიჯს.
ჩვენ გვინდა, დავინახოთ პროგრესი ყველა მიმართულებით, რაც მთავარია, არ გვსურს ლოდინი და გვინდა ვნახოთ, რომ ყველა მიმართულებით ნაბიჯის გადადგმა დაწყებულია.
ევროკავშირის 9 ნაბიჯიდან მეოთხე არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს ქართველებზეა დამოკიდებული, როგორ მოახდენენ საარჩევნო კამპანიის ორგანიზებას. იმედი მაქვს, რომ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას შეძლებს ყველა.
პირველ რიგში, არ უნდა იყოს ძალადობა, რადგან საარჩევნო პერიოდში ძალადობა არის მიუღებელი - ეს ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. არ გვინდა, რომ წესებში მოხვდეს უმთავრესი ცვლილებები, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, რაც მალე მოხდება ტექნიკური ცვლილებები, მით უკეთესი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა აქტორი კარგად იქნება მომზადებული არჩევნებში მისაღებად" - თქვა ელჩმა.
პაველ ჰერჩინსკის კითხვა საარჩევნო ბარიერზეც დაუსვეს - ევროკავშირის ელჩის განცხადებით, "არჩევნებს მაშინ აქვს აზრი, როდესაც ხალხის ხმა ესმის ხელისუფლებას".
თქვენ მკითხეთ ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით, ეს შარლს მიშელის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. ეს ქართველების გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი აზრით, არჩევნებს მაშინ აქვს აზრი, როცა ხალხი გრძნობს, რომ მათი ხმა ესმის, ამიტომ საარჩევნო ბარიერი არის მნიშვნელოვანი რადგან, თუ ხალხის უმრავლესობა ვერ გრძნობს, რომ მათი ხმა გაიგეს და მათი არჩევანი არ აისახა პარლამენტში, ეს არის მიუღებელი. როდესაც პარლამენტში არ არის ბევრი პარტია წარმოდგენილი, რთულია წინ წაიწიო. იმედი მაქვს, რომ თავად ქართველები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ბალანსი უნდა აღდგეს"- დასძინა ელჩმა.