კოლოსალურად გაზრდილი ხელფასები დეპუტატებს - საკითხს დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ

მიიღებს თუ არა "ოცნება" მეორე მოსმენით კანონს, რომელიც მომდევნო მოწვების პარლამენტში დეპუტატებს ხელფასებს კოლოსალურად გაუზრდის? დღეს შალვა პაპუაშვილი საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე კიდევ ერთხელ ეცდება ოპოზიციას დარწმუნებას, რომ კანონი კარგია.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ როცა ღარიბი ქვეყნის მდიდარ დეპუტატებს 10 ათასობით ლარი ხელფასის სახით დაერიცხებათ, ამ დროს კი ხალხი შიმშილის ზღვარზეა, ეს, მინიმუმ, მორალურად გაუმართლებელია.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური პირდაპირ ამბობს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი ყველაზე იმიჯ შელახული პარლამენტია.
აბსოლუტურად აბსურდი მგონია, რომ მე მაშინ, როცა დეპარტამენტის უფროსის რანგი მეკავა, ჩემი ხელფასი საგრძნობლად მეტი იყო, ვიდრე პარლამენტის წევრობის დროს მაქვს ხელფასი, მაგრამ რაც არ უნდა ვთვლიდე, რომ ეს არია ალოგიკურობა, მე არ დავუჭირე მხარი ამ ცვლილებას, როდესაც გამოვიდა რეგლამენტში ცვლილება, მარტივი მიზეზის გამო: არ მიმაჩნია, რომ ამ მოწვევის პარლამენტს ამორალური უფლება აქვს თუნდაც შემდეგი მოწვევის პარლამენტზე ხელფასების გაზრდაზე გადაწყვეტილება მიიღოს და რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე იმიჯ შელახული მოწვევა პარლამენტის, - ამბობს ანა ბუჩუკური.
"ოცნების" ინიციატივას ემხრობა "ხალხის ძალაც". გურამ მაჭარაშვილის თქმით, დეპუტატები ხელფასების გადახედვა ქვეყანაში 10-12 წელია აღარ მომხდარა.
განსაკუთრებით ბოლო 3-4 წელიწადში 10-20%-ით იზრდება საჯარო სექტორში ხელფასი და ეს არის ძალიან კარგი. 10-12 წელია არ მომხდარა გადახედვა არანაირი ანაზღაურების პარლამენტის წევრის და აქედან გამომდინარე, დადგა ეს საკითხი და სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ოპოზიციასთანაც არსებობს შეთანხმება. გამომდინარე იქიდან, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საკანონმდებლო ორგანო, მთავარი პოლიტიკური ორგანო არის საქართველოს პარლამენტი და მისი წევრი განუხრელად უნდა იცავდეს ფის და ა.შ., რასაც დებს, ბუნებრივია, რომ აქაც არიან სი ადამიანები, რომელთა ანაზღაურებაზეც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში 28 მილიონერი დეპუტატია. აღნიშნული დეპუტატები ხელფასების ზრდას ისევე მიესალმებიან, როგორც პარლამენტის რიგითი წევრები. გაზრდილი ხელფასები დაახლოებით 10 ათას ლარამდე, ახალი ავტომობილები და სიბერისთვის წინასწარ გაზრდილი პენსია - ეს ის პრივილეგიებია, რომელიც მომავალი მოწვევის პარლამენტში დეპუტატებს ერგებათ.,
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა დღეს პარლამენტში 13:00 საათზე ჩანიშნული.