გადაწყვეტილება სააკაშვილის შეწყალების შესახებ მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის მისაღებია - ელჩი
გადაწყვეტილება სააკაშვილის შეწყალების შესახებ მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის მისაღებია - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
დიპლომატის თქმით, შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა.
თუ მას უნდა, ან არ უნდა ამ უფლების გამოყენება, აბსოლუტურად მისი მისაღები გადაწყვეტილებაა"- თქვა ელჩმა.
მრავალწლიანი პოლიტიკური მტრობის შემდეგ გუშინ სააკაშვილმა პირველი ნაბიჯი გადადგა და ზურაბიშვილი გამბედაობისთვის შეაქო. სასამართლო პროცესზე სააკაშვილს მოქმედი პრეზიდენტისთვის შეწყალება არ უთხოვია, თუმცა მიანიშნა, რომ მას ერთი ხელის მოწერით შეუძლია ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს.