"საქართველოს ეკონომიკური ოკუპაცია რუსეთის მიერ" - "ლელო" რუსეთთან საგანგაშოდ გაზრდილ ვაჭრობაზე საუბრობს

21.11.23 11:53
"საქართველოს ეკონომიკური ოკუპაცია რუსეთის მიერ" - "ლელო" რუსეთთან საგანგაშოდ გაზრდილ ვაჭრობაზე საუბრობს

"საქართველოს ეკონომიკური ოკუპაცია რუსეთის მიერ" - "ლელო" რუსეთთან საგანგაშოდ გაზრდილ ვაჭრობაზე საუბრობს.

თაზო დათუნაშვილის თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველო დღეს სრულად არის რუსეთზე დამოკიდებული.

საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, დათუნაშვილმა იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც რუსეთთან გაზრდილ ექსპორტს შეიძლება მოჰყვეს.

დათუნაშვილი შიშობს, რომ შესაძლოა, 2006 წლის სცენარი განმეორდეს, როდესაც რუსეთმა ბლოკადა გამოგვიცხადა. ოპოზიციონერი ვარაუდობს, რომ ამ შემთხვევაში ექსპორტის 20%- ს დავკარგავთ პურისა და საწვავის გარეშე დავრჩებით, ქართული ღვინო კი ბაზრის გარეშე.

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.5%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.5 პროცენტს შეადგენს.
აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.3%-ით შემცირდა და 2.3 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (454.9 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (307.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (239.1 მლნ. აშშ დოლარი). ეკონომიკური და სავაჭრო ჩანაცვლების ოპერაცია რუსული ხელისუფლების მიერ, წარმატებით მიმდინარეობს. ამავე სტატისტიკაში უკან დაიხია ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან ვაჭრობის მოცულობამ ესპანეთის გარდა. 

ეს სტატისტიკა ასახავს ნათლად იმ სავალალო და საშიშ ტენდენციას, რომელზეც "ლელო" უკვე დიდი ხანია საუბრობს - საქართველოს ეკონომიკური ოკუპაცია რუსეთის მიერ. ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველო დღეს სრულად არის რუსეთზე დამოკიდებული. გარდა იმისა რომ ქვეყანა ფაქტიურად სრულად არის დამოკიდებული რუსეთზე, ისეთ პირველადი მოხმარების პროდუქტების მოწოდებაში როგორიცაა ხორბლის ფქვილი და საწვავი. დღეს უკვე მთელი საქართველოს ექსპორტის ჩამოკიდება ხდება რუსეთზე. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ 2006 წლის სცენარი განმეორდა და რუსეთმა ბლოკადა გამოგვიცხადა, ჩვენ დავკარგავთ ექსპორტის 20%-ს, დავრჩებით პურისა და საწვავის გარეშე, ქართული ღვინო კი ბაზრის გარეშე. 

იმის მაგივრად რომ, საქართველო ექციათ რუსულ ჩიხად, რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას? დაესრულებინა გზის მოდერნიზება და ანაკლიის პორტის მშენებლობა, რათა ეს ქვეყანა გამხდარიყო რეალურად შუადერეფანი და რუსეთისათვის აცილებული ტვირთები საქართველოზე გამოეტარებინა. მოეხდინა რკინიგზის მოდერნიზაცია და დაეფუძნებინა საფონდო ბირჟა - ეკონომიკის სტიმულირებისათვის. მაგრამ ამის მაგიოვრად მათ გაყიდეს ქვეყნის ინტერესები მტერზე. ამ ცვლილებებს კი ლელო განახორციელებს და საქართველოს ეკონომიკის მოცულობას ორჯერ გაზრდის ერთ საარჩევნო ციკლში, როდესაც ენ გავისტუმრებთ რუსეთის მსახურებაში მყოფ ხელისუფლებას",- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

მსგავსი სიახლეები