როდესაც პარლამენტში არ არის ბევრი პარტია წარმოდგენილი, რთულია წინ წაიწიო - ელჩი საარჩევნო ბარიერზე

21.11.23 12:15
როდესაც პარლამენტში არ არის ბევრი პარტია წარმოდგენილი, რთულია წინ წაიწიო - ელჩი საარჩევნო ბარიერზე

საარჩევნო ბარიერი - პაველ ჰერჩინსკი ხსნის, რატომ უნდა იყოს საარჩევნო ბარიერი დაბალი. ევროკავშირის ელჩის განცხადებით, არჩევნებს მაშინ აქვს აზრი, როდესაც ხალხის ხმა ესმის ხელისუფლებას. 

დიპლომატი იქვე ხაზს უსვამს, რომ "გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ქართველებმა"

რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ელჩის თქმით,  საარჩევნო პერიოდში არ უნდა იყოს ძალადობა და მნიშვნელოვანი ცვლილებები არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე არ უნდა იყოს მიღებული.

თქვენ მკითხეთ ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით, ეს შარლს მიშელის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. ეს ქართველების გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი აზრით, არჩევნებს მაშინ აქვს აზრი, როცა ხალხი გრძნობს, რომ მათი ხმა ესმის, ამიტომ საარჩევნო ბარიერი არის მნიშვნელოვანი რადგან, თუ ხალხის უმრავლესობა ვერ გრძნობს, რომ მათი ხმა გაიგეს და მათი არჩევანი არ აისახა პარლამენტში, ეს არის მიუღებელი. როდესაც პარლამენტში არ არის ბევრი პარტია წარმოდგენილი, რთულია წინ წაიწიო. იმედი მაქვს, რომ თავად ქართველები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ბალანსი უნდა აღდგეს"- დასძინა ელჩმა. 

ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ 5%-იანი ბარიერი 2%-ზე უნდა დავიდეს.  "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი არ განიხილება.

მსგავსი სიახლეები