პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევის მოთხოვნა ოპოზიციის დღის წესრიგიდან გამქრალია

პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევის მოთხოვნა ოპოზიციის დღის წესრიგიდან გამქრალია.
მეტიც, შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, 2020 წლის არჩევნები მაღალი უხარიხართ ჩატარებული იყო და აანონსებენ, რომ 2024 წლის არჩევნებიც იგივე წესებით ჩატარდება.
არავინ მოუწოდებს... ხუთ პროცენტზე დაბალი ბარიერის არანაირი სტანდარტი არ არსებობს, მათ შორის ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში სწორედ ხუთპროცენტიანი ბარიერია. ჩვენ ხომ ვისწრაფვით ევროკავშირისკენ, ამიტომ ევროპული სტანდარტი ხომ ჩვენთვის სანუკვარი სტანდარტია. გასაკვირია, საერთოდ საიდან გამოჩნდა ეს თემა, რადგან ოპოზიციას რასაც ვაკვირდებით, თავს იმართლებენ, სამჯერ გაზარდეთ ბარიერი, არავის გვაქვს პრობლემაო. რაც დავთვალე, ხუთმა-ექვსმა პარტიამ ოპოზიციიდან განაცხადა, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ ხუთპროცენტიან საარჩევნო ბარიერთან. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ არ აქვს პრობლემა, „სტრატეგია აღმაშენებელს“ არ აქვს პრობლემა, „ლელოს“, „გირჩს“, ანა დოლიძემაც კი განაცხადა, რომ მასაც არ აქვს პრობლემა ხუთ პროცენტზე, ასევე განაცხადა პარტიამ „საქართველოსთვის“. ამ ექვსმა პარტიამ თქვა, რომ არ აქვს პრობლემა. თუ არავის აქვს პრობლემა, რატომ არის საერთოდ საარჩევნო ბარიერის საკითხი პრობლემა?! ამიტომაც ხელოვნურად წამოწეული თემაა. არის ბარიერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში დიდი ხანია, წერია, ყველამ კარგად იცოდა. ხუთი პროცენტი არის ადეკვატური და სწორედ ამიტომ არის ის უმეტეს ქვეყანაში, აბსოლუტურ უმრავლესობაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ ბარიერისთვის მოემზადონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საარჩევნო ბარიერი - პაველ ჰერჩინსკი ხსნის, რატომ უნდა იყოს საარჩევნო ბარიერი დაბალი. ევროკავშირის ელჩის განცხადებით, არჩევნებს მაშინ აქვს აზრი, როდესაც ხალხის ხმა ესმის ხელისუფლებას.
დიპლომატი იქვე ხაზს უსვამს, რომ "გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ქართველებმა"
რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ელჩის თქმით, საარჩევნო პერიოდში არ უნდა იყოს ძალადობა და მნიშვნელოვანი ცვლილებები არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე არ უნდა იყოს მიღებული.