განჩინება ივანიშვილის სახელით - ლევან სამუშია ტვ პირველის საქმეზე

12.03.21 13:13
განჩინება ივანიშვილის სახელით - ლევან სამუშია ტვ პირველის საქმეზე

განჩინება ივანიშვილის სახელით, - ასე აფასებს „ლელოს“ წევრი, ლევან სამუშია ტვ პირველის წინააღმდეგ მოსამართ₾ე ლაშა კლდიაშვილი განჩინებას. საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პროკურატურას უფლება მიეცა, საჭიროების შემთხვევაში, 30 დღის განმავლობაში  ტელეკომანიაში შევიდეს და მისთვის სასურველი ინფორმაცია ამოიღოს.

ლევან სამუშია ამბობს, რომ ეს არის თავდასხმა და ანგარიშსწორების იარაღი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.

ეს არ არის განჩინება საქართველოს სახელით, ეს არის განჩინება ივანიშვილის სახელით, ეს არის პოლიტიკური განჩინება და ანგარიშსწორების ერთ-ერთი მთავარი იარაღი თქვენს წინააღდეგ, ხოლო პროკურატურა რას განაცხადებს და სასამართლო თავის განჩინებაზე შემდგომში, რა განცხადებებს გააკეთებს, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. ეს არის პირდაპირ მცდელობა კი არა, კრიტიკულ მედიაზე თავდასხმა, - ამბობს სამუშია.