თუ შეიწყალებს, ზურაბიშვილს სააკაშვილის ყველა ცოდვაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს - მდინარაძე

21.11.23 14:37
თუ შეიწყალებს, ზურაბიშვილს სააკაშვილის ყველა ცოდვაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს - მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილის მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, მაშინ მეხუთე პრეზიდენტს მესამე პრეზიდენტის ყველა ცოდვაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკანონოდ ცდილობს ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში.

„მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თავად თქვა ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი, დღეს ცდილობს უკანონოდ ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი რბილი რამ, რაც კი მას დაუშავებია...

გასაკვირი არაფერი იქნება, თუმცა ან შემთხვევაში [სალომე ზურაბიშვილს] მოუწევს, მიხეილ სააკაშვილის ყველა ცოდვაზე პასუხისმგებლობის აღება. თუ შეუძლია სალომე ზურაბიშვილს, რომ იმ ყველაფერზე აიღოს პასუხისმგებლობა, რაც მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ხალხის წინაშე დააშავა, კი ბატონო, თუმცა გასაკვირიც შეიძლება არაფერი იყოს, იმდენად „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსით საუბრობს ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილი,“ - განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები