დეოლიგარქიზაციას აქვს თავისი სახელი და მას ბიძინა ივანიშვილი ჰქვია - სამადაშვილი

მას შემდეგ რაც დეოლიგარქიზაციის შესახებ გეგმა გამოქვეყნდა, ოპოზიციას გაუჩნდა განცდა რომ ყველაფერი მხოლოდ ფორმალობაა.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, დეოლიგარქიზაციას აქვს თავისი სახელი და მას ბიძინა ივანიშვილი ჰქვია.
სამადაშვილი ამბობს, რომ დეოლიგარქიზაცია საქართველოში განხორციელდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება შეიცვლება პროევროპული, დემოკრატიული ხელისუფლებით.
ჩვენ გვითხრეს ძალიან გასაგებად, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ მოთხოვნა უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ქვეყანაში შეწყდეს ოლიგარქიული ზეგავლენა სახელმწიფო ინსტიტუტებზე. სახელმწიფო ინსტიტუტების დეოლიგარქიზაციაზე როდესაც არის საუბარი, საკითხი შეეხება ერთადერთ ადამიანს, მას სახელი და გვარი აქვს და ჰქვია ბიძინა ივანიშვილი. დეოლიგარქიზაცია საქართველოში განხორციელდება, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება შეიცვლება პროევროპული, დემოკრატიული ხელისუფლებით. ეს არის რეალურად დეოლიგარქიზაცია რასაც ნიშნავს". - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რა გეგმა აქვს მთავრობას დეოლიგარქიზაციის პუნქტის შესასრულებლად. ამ მიმართულებით მთავარი გამოწვევა ანტიკორუფციული ბიუროა, რომელთან დაკავშირებითაც ისევ არაფერი იცვლება. დგინდება, რომ ბიუროს საგამოძიებო ფუნქცია ისევ არ ექნება.
დოკუმენტი 52-გვერდისგან შედგება და ითვალისწინებს ნაბიჯების გადადგმას 7 მიმართულებით.