ვინ არის ქართული მაფიის ბოსი, ვინც ამერიკული FBI-ის სამიზნეზე გახდა? - ახალი დეტალები

ვინ არის ქართული მაფიის ბოსი, ვინც ამერიკული FBI-ის სამიზნეზე გახდა? - როგორც გაირკვა, კაცი რომელიც მსოფლიოო მეგაპოლისში ადამიანებს აშინებდა და დიდ ფულს სძალავდა, უკრაინის მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია შეყვანილი.
არსებული ცნობებით, რუსეთ-უკრაინის ომში მხარდაჭერას პუტინის რეჟიმს უცხადებდა.
ვაჟა ცუცხაშვილი, იგივე ვაჟა "ქუთაისიკი", რომელსაც ახლა მრავალწლიანი პატიმრობის გატარება ამერიკულ ციხეში მოუწევს.
ცუცხაშვილის გარდა, უცხოელების ტერორის ბრალდებით ნიუ იორკში კრიმინალური დაჯგუფების სამი პირი - კახა კაცაძე, თეიმურაზ თავბერიძე (თავა) და დავით ტიკარაძე დააკავეს.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, გაბადაძე და მისი თანამზრახველები მსხვერპლისთვის ფულის გამოძალვას ფიზიკური ძალადობის მუქარით ცდილობდნენ. ჩადენილი დანაშაულები კი 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტოს პერიოდში ხდებოდა.
ვაჟა ცუცხაშვილის ახლობლები ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ მედიით გაიგეს და დაკავებულის საქმიანობის შესახებ არაფერი იციან.