"ქართული მიწა რუსეთზე არ იყიდება!" - "ლელოს" საინფორმაციო კამპანია იუსტიციის სახლთან
"ქართული მიწა რუსეთზე არ იყიდება!" - ამ ლოზუნგით "ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები იუსტიციის სახლთან ხელისუფლების მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის სასათბურე პირობების შექმნას აპროტესტებენ.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ფლაერებს არიგებენ და ითხოვენ, რომ რუსებისთვის უძრავი ქონებისა და მიწის მიყიდვა აიკრძალოს.
დაუშვებელია ოკუპანტებმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები მიისაკუთროს. სწორედ ამიტომ დღეს აქ ვიმყოფებით, რათა მოსახლეობას დავურიგოთ ფლაერები და დავანახოთ ის საფრთხეები, რაც რუსეთიდან მომდინარეობს," - ამბობს პარტია "ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ოთო ფარულავა.