რაც მეტი იქნება დაპირისპირება ნაცმოძრაობის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი საარჩევნო შედეგისთვის - კობახიძე
"რაც მეტი იქნება დაპირისპირება ნაცმოძრაობის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი საარჩევნო შედეგისთვის," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
პარტიის ხელმძღვანელი ენმ-ში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო შედეგისთვის მომგებიანი იქნება ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე დაპირისპირება.
საერთოდ არ მაინტერესებს, რაც ხდება ენმ-ში, ერთადერთი იმ კუთხით მაინტერესებს, რომ ეს პროცესები, რა თქმა უნდა, ენმ-ის მიიყვანს რეიტინგის კიდევ უფრო მეტად დაკარგვამდე, რაც მეტი იქნება დაპირისპირება ნაცმოძრაობის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი საარჩევნო შედეგისთვის და მით უკეთესი ქვეყნის მომავლისთვის.
ძალიან კარგია ასეთი დაპირისპირება,“ - განაცხადა კობახიძემ.