სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილი არის კოლექტიური ნაცმოძრაობის ნაწილი - კობახიძე

21.11.23 18:01
სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილი არის კოლექტიური ნაცმოძრაობის ნაწილი - კობახიძე

შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტს - "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს პროგნოზის გაკეთება უჭირს, თუმცა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს "კოლექტიური ნაცმოძრაობის" ნაწილად მოიხსენიებს.

კობახიძე ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი "კონკრეტულ ძალებზეა" დამოკიდებული და მათი მითითებების შესაბამისად მოქმედებს.

გამიჭირდება ამ თემაზე მარჩიელობა. სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილი არის კოლექტიური ნაცმოძრაობის ნაწილი, შეიძლება გარკვეული მიზეზები არსებობდეს, რომლის გამოც თავს იკავებს ის სააკაშვილის შეწყალებისგან - შეიძლება იყოს სხვა მიმდინარე საქმეები, შეიძლება სხვა მიზეზი, ვერ გეტყვით, გამიჭირდება ამაზე პროგნოზების გაკეთება. ერთი რამ ცხადია, რომ სალომე ზურაბიშვილის ბოლომდე არის დამოკიდებული კონკრეტულ ძალებზე, რასაც ეტყვიან იმას გააკეთებს. მაგრამ ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილება არ დამდგარა დღის წესრიგში,“ - ამბობს კობახიძე.

მსგავსი სიახლეები