ეს კაცი ორი წელი კვდებოდა, თუმცა ვხედავთ, რომ აღარ კვდება - კობახიძე სააკაშვილზე

21.11.23 18:40
ეს კაცი ორი წელი კვდებოდა, თუმცა ვხედავთ, რომ აღარ კვდება - კობახიძე სააკაშვილზე

"ეს კაცი ორი წელი კვდებოდა, მისი მობრუნება იყო შეუძლებელი, თუმცა ვხედავთ, რომ მობრუნდა, აღარ კვდება," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მესამე პრეზიდენტზე საუბრისას გააკეთა.

კობახიძის შეფასებით, სააკაშვილს რეპუტაცია საკუთარ ამომრჩეველშიც აქვს შელახული.

რეალურად, რა თქმა უნდა, მისი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად არასერიოზული. ჯერ სიმულიანტობა, მართლა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, კაცი ორი წლის განმავლობაში [კვდებოდა]. ბოლომდე დააზიანა მან საკუთარი რეპუტაცია. დარწმუნებული ვარ, მის მხარდამჭერებს შორისაც კი შეელახა მას რეპუტაცია. როცა საკუთარი მხარდამჭერი გიყურებს და ხედავს, რომ სიმულიანტობ, ასეთ დროს პოლიტიკური იმიჯის შენარჩუნება უბრალოდ წარმოუდგენელია. ასეთ დროს მისი სურვილი, მობრუნდეს პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვის არის განწირული," - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები