დეოლიგარქიზაციას ივანიშვილის გარეშე - რა წერია „ოცნების“ ოლიგარქიზაციის დოკუმენტში?
"ოცნება" ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლას ტრენინგებითა და ვორქშოპებით აპირებს. მთავრობის გეგმის მიხედვით, ტრენინგები ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებს ჩაუტარდებათ. ეს წერია ოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებულ აქამდე გასაიდუმლოებულ დოკუმენტში და არ წერია არცერთი ფრაზა და არცერთი მინიშნება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეს ქვეყნა ერთდაერთი ოლიგარქის გავლენებისგან.
დეოლიგარქიზაციის მესამე წრეზე წასული ხელისუფლება ყველაფერს ისევ ფორმალურად აკეთებს. პოლიტიკურ პარტიებს ეკრძალებათ ბიზნეს კომპანიებისგან ფულის მიღება, თუმცა ისევ მთავრობის ტენდერებით გამდიდრებული ბიზნესმენების შემოწირულობების პრობლემა ამით არ გვარდება. შემომწირველები არ იქნებიან, მაგრამ "ოცნებას" აქაც შავი ხვრელი აქვს ნაპოვნი. შაბათის ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურებულია, რომ ბიზნემენები, ვისაც გამოჩენა არ უნდათ, დიდ ფულს პარტიის ყულაბაში თავიანთ გაჭირვებულ თანამშროლებს არიცხინებენ.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.