სამშენებლო მოედანი ბავშვთა ქალაქის ნაცვლად - მზიურის მფლობელი პრემიერის ნათელმირონი ხდება
ირაკლი ღარიბაშვილის ნათელ მირონი მზიურის მფლობელიც ხდება. თბილისის ბავშვთა ქალაქის ნაწილს კალაძე ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის კომპანიას აძლევენ. დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და მიმზიდველი ტერიტორია სამშენებლო მოედნად მალე გადაიქცევა. 12 ათას 250 კვადრატულ მეტრზე ნამორაძე მრავალფუნქციურ კომპლექსს, რესტორნებს, საოფისე ფართებს და ჩოგბურთის მოედნებს ააშენებს. მზიურს, რომელიც განსაკუთრებული რეკრეაციული ზონაა, სტატუსსაც უცვლიან.
კალაძე- ღარიბაშვილი- ნამორაძე - ამ სამეულის მონაწილეობით ეს დედაქალაქის ურბანული გენოციდის ერთადერთი შემთხვევა არ არის. მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერს ნოშიკო ნამორაძემ შვილი მოანათლინა, მალევე 70 ათას კვადრატულზე, დედაქალაქის ცენტრში, სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უდიდესი კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მისცეს. ბიზნესმენის კომპანიის მიერ დაწყებულმა სამუშაოებმა კი ადგილობრივებს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია. დღეს კი ქალაქის საკრებულომ კიდევ ერთი სარეკრეაციო ზონის მიწასთან გასწორებას მწვანე შუქი აუნთო.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.