იმის ნაცვლად, რომ გადადგეს, ისღა დარჩენია საბარგულში ჩამძვრალმა დატოვოს შენობა - ბალიაშვილი გორის მერზე
"ხინჩეგაშვილი არის რუსი, არის კრემლის მოკავშირე," - ეს განცხადება გორის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა ბალიაშვილმა "რეაქციაში" გააკეთა.
ანა ბალიაშვილი ეხმაურება გორის მერის რუსეთში გამგზავრებას სწორედ იმ დღეს, როდესაც ოკუპანტების მიერ ჩაცხრილული თამაზ გინტური დაკრძალეს. ბალიაშვილი გორის მერს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.
ჩვენთვის, შიდა ქართლში მცხოვრები ადამიანებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია თამაზ გინტურის მკვლელობა, ეს უდიდესი მსხვერპლი, ჩვენი მეგობრის დაკარგვა, რომელმაც სიცოცხლე შესწირა ჩვენს სამშობლოს, სარწმუნოებას, ეკლესიაში სანთლის დანთებას, რაც შეეხება ხელისუფლებას, ადგილობრივ ხელისუფლებას - რას ვხედავთ, რომ გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც ადამიანების სიყვარულით სარგებლობდა, რას აკეთებს, ამხელა შეურაცხყოფას აყენებს ყველა გმირს, ყველა მოქალაქეს, ოკუპირებული რეგიონის ქალაქის მერი თამაზ გინტურის გასვენების დღეს მიდის რუსეთში საქეიფოდ და ამით ის ამტკიცებს, რომ არის რუსი, არის კრემლის მოკავშირე და იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა - გადადგეს თანამდებობიდან, ამის ნაცვლად ისღა დარჩენია, რომ სამსახურიდან, მერიის შენობიდან საბარგულში ჩამძვრალმა დატოვოს შენობა - ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, რომ იმისთვის, რომ მერიის შენობა დაეტოვებინა და არ მოხვედრილიყო კადრში, ის ჩუმად ჩაჯდა მანქანაში, ლამის საბარგულში ჩაძრომა მოუხდა, რომ მერიის შენობა დაეტოვებინა,“ - ამბობს ანა ბალიაშვილი.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, გორის მაღალჩინოსანი რუსეთის დედაქალაქში ღონისძიებაზე იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ის ანატოლი ავაზნელის 500 კაციანი დაბადების დღის სტუმარი იყო.