რაც გორის მერმა გააკეთა, კიდევ ერთი ფაქტია იმის, რომ "ოცნება" აღარ მალავს ჩვენს რუსეთიფიკაციას - ნატროშვილი

21.11.23 21:33
რაც გორის მერმა გააკეთა, კიდევ ერთი ფაქტია იმის, რომ "ოცნება" აღარ მალავს ჩვენს რუსეთიფიკაციას - ნატროშვილი

"რაც გორის მერმა გააკეთა, კიდევ ერთი ფაქტია იმის, რომ "ქართული ოცნება" აღარ მალავს ჩვენს რუსეთიფიკაციას," - ეს განცხადება სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯის“ წევრმა, დაჩი ნატროშვილმა "რეაქციაში" გააკეთა.

ნატროშვილი გორის მერის რუსეთში ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის დაკრძალვის დღეს გამგზავრებას კრიტიკულად აფასებს.

რაც გორის მერმა გააკეთა, კიდევ ერთი ფაქტია იმის, რომ "ქართული ოცნება" აღარ მალავს ჩვენს რუსეთიფიკაციას და უფრო და უფრო წინ მივყავართ და  შეურაცხყოფას აყენებს თითოეულ მოქალაქეს იმ ქმედებებით, რასაც ისინი აკეთებენ და ერთადერთი, რაც დაგვრჩენია არის ის, რომ ქართველი ხალხის ღირსება და ჩვენი დემოკრატიული არჩევანი და თავისუფლებისმოყვარე სული გამოვაღვიძოთ რამენაირად და არ დავიხარჯოთ იმისთვის, რომ ეს იყოს ბოლო წელი, როდესაც ქართული ოცნება ასეთ შეურაცხყოფას გვაყენებს,“ - ამბობს ნატროშვილი.
 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, გორის მაღალჩინოსანი რუსეთის დედაქალაქში ღონისძიებაზე იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ის ანატოლი ავაზნელის 500  კაციანი დაბადების დღის სტუმარი იყო. 

-0:00

 

მსგავსი სიახლეები