ჩვენ ვართ რეაქციის რეჟიმში, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა თვითონ უნდა შექმნან დღის წესრიგი - შამანიდი
„გაუგებარია, ამ შემდგარ საზოგადოებას რატომ არ აქვთ რეაქცია ქოცლაინებზე და გარყვნილობაზე, რაშიც არის ჩართული მთავრობა,“ - ეს განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სოფო შამანიდმა „რეაქციაში“ გააკეთა.
სოფო შამანიდი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პოზიციებს ოპოზიციურ პარტიებში არსებული მდგომარეობაც ამყარებს.
ქართული ოცნება, გასაგებია, ძლიერდება თუ როგორც არის, მაგრამ ვინ უწყობს - ხომ არ უწყობენ, ოპოზიციაც ხელს გაძლიერებას. იმით, რომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ პარტიაში გაუთავებელი დაპირისპირებით და დაქსაქსულობით. რეალურად, ის პროცესები ამ პარტიაში მიდის, ანასხლეტივით არის, აუცილებლად ექნება გავლენა სხვა ოპოზიციურ პარტიებზე. ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ ჩამოვაყალიბეთ იდენტობა. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მივედით იმ დონემდე, რომ მოვახერხოთ ამომრჩეველთან მივიტანოთ ჩვენი პროგრამა... ჩვენ ვართ რეაქციის რეჟიმში, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა თვითონ უნდა შექმნან დღის წესრიგი,“ - ამბობს შამანიდი.