ემიგრანტების პოლიტიკური ნების გამოხატულება აუცილებლად უნდა მოხდეს ამ არჩევნებზე - მოსიაშვილი

21.11.23 22:05
ემიგრანტების პოლიტიკური ნების გამოხატულება აუცილებლად უნდა მოხდეს ამ არჩევნებზე - მოსიაშვილი

"ემიგრანტების პოლიტიკური ნების გამოხატულება აუცილებლად უნდა მოხდეს ამ არჩევნებზე," - ეს განცხადება „გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრმა, ნიკა მოსიაშვილმა გააკეთა.

როგორც ნიკა მოსიაშვილი „რეაქციაში“ ამბობს, რომ მოსახლეობას უნდა აუხსნან, რა იქნება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. მოსიაშვილის თქმით, კოალიციური მთავრობა გარდაუვალია და ამბობს, რომ ჯერ პოლიტიკოსები უნდა შეჯერდნენ გარკვეულ საკითხებზე და შემდეგ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაციას.

გარანტირებულად უნდა ითქვას ერთხელ და სამუდამოდ, რომ ამ მანკიერ 30-წლიან საბჭოთა სისტემას ვშლით და ახალს ვაწყობთ, ოღონდ ეს სიტყვები არ უნდა დარჩეს პოლიტიკურ სადღეგრძელოდ.
ასობით ათასი ადამიანი, რომელიც კვებავს ამ ქვეყანას, ემიგრანტებს არც კი ვეკითხებით, მათი ნება არ არის გამოხატული პოლიტიკურ პროცესში, არჩევნებში, ისეთი უმადურობის განცდაა - ისეთ „ღრუზინკას“ ვემგსავსებით ხოლმე, ცოლი საბერძნეთში რომ ჰყავს და მისი გამოგზავნილი ფულით ქეიფობს და პიროვნებადაც არ აღიქვამს. მათი პოლიტიკური ნების გამოხატულება აუცილებლად უნდა მოხდეს ამ არჩევნებზე,“ - ამბობს მოსიაშვილი.

მსგავსი სიახლეები