დომინანტური პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ვერ გამოდის პოსტ-ტოტალიტარული პროპაგანდის ფორმიდან და შინაარსიდან - მათითაიშვილი

21.11.23 22:28
დომინანტური პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ვერ გამოდის პოსტ-ტოტალიტარული პროპაგანდის ფორმიდან და შინაარსიდან - მათითაიშვილი

"ხშირად ჩვენთან პოლიტიკური დისკუსია სახელების და გვარების გარშემო ბრუნავს, მაგრამ თითოეული ჩვენგანი თუ დავფიქრდებით, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება 40 წლის შემდეგ, ყველა ეს სახელი და გვარი არარელევანტური გახდება," - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა ვასილ მათითაიშვილმა გააკეთა.

"რეაქციაში" მათითაიშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოების ინტერესებზე პარტიების დიდი ნაწილი არ ფიქრობს და "ევროპული საქართველო" უკეთესი ქვეყნის ხედავს შესთავაზებს.

პირველ რიგში, ჩემი აზრით, რაც უნდა გავიაზროთ არის, რომ ჩვენ პასუხისმგებლობების განსაკუთრებული სტანდარტით მოქმედება გვმართებს. არჩევანი, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, ეხება არა მომავალ 4 წელიწადს, არამედ ეხება მომავალ 40 წელიწადს. ხშირად ჩვენთან პოლიტიკური დისკუსია სახელების და გვარების გარშემო ბრუნავს, მოქალაქეებისთვის უინტერესო საკითხების გარშემო ბრუნავს, მაგრამ თითოეული ჩვენგანი თუ დავფიქრდებით, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება 40 წლის შემდეგ, ყველა ეს სახელი და გვარი არარელევანტური გახდება - მაშინვე მნიშვნელობა დაეკარგება, ვინ რა თანამდებობაზეა, ვინ ციხეშია, ვინ გარეთაა, ვინ ვის მოუგო. რაზეც ვიფიქრებთ და როგორ ქვეყანასაც წარმოვიდგენთ არის ქვეყანა, რომელსაც აქვს უკეთესი საშუალო განათლება, ხელმისაწვდომი, ეფექტური ჯანდაცვის სერვისები, რომელსაც გადაჭრილი აქვს ოკუპაციის პრობლემა, რომელიც დაზღვეულია გარე აგრესიისგან, რომელში ცხოვრებაც თავგანწირვასთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ რაციონალური, პრაგმატული არჩევანია, რომ კარგად ვარ ჩემივე ქვეყანაში. ამის ნაცვლად ვხედავთ საპირისპიროს, სამწუხაროდ, დომინანტური პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა, რომლითაც გადაჭედილია სატელევიზიო მედიასივრცე, ვერ გამოდის პოსტ-ტოტალიტარული პროპაგანდის ვერც ფორმიდან და ვერც შინაარსიდან,“ - ამბობს მათითაიშვილი.
 

მსგავსი სიახლეები