დეოლიგარქიზაცია ივანიშვილის გარეშე - "ოცნება" სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს

22.11.23 11:51
დეოლიგარქიზაცია ივანიშვილის გარეშე - "ოცნება" სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს

დეოლიგარქიზაცია ივანიშვილის გარეშე - ხელისუფლებამ დღეს დეოლიგარქიზაციის წინაარდმეგ სამოქმედო გეგმა გაასაჯაროა. დასავლელი პარტნიორების მიერ კანონპროექტების რამდენჯერმე დაწუნების შემდეგ მმართველი პარტია ივანიშვილის გავლენის შესუსტებას არ აპირებს და დეოლიგაქიზაციასთან ბრძოლას პარტიებისთის ფულადი დაფინანსების ზღვარის დაწესებით და მედიამფლობელობის საკითხების გამჭვირვალებით აპირებს.

საკითხს "ოცნების" ლიდერები ამ წუთებში განიხილავენ. შეხვედრას  ევროკავშირის ელჩიც ესწრება. ადგილზე იმყოფება მესამე სექტორიც. 

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ამტკიცებდა, რომ ევროკავშირს კონკრეტულად ივანიშვილის დასანქცირება არ მოუთხოვია. 

ორი საკითხია განსაკუთრებულად გამოსაყოფი. ერთი, ეს გახლავთ ზედა ჭერი საერთო ხარჯის პარტიის მხრიდან, რომელიც დღესდღეისობით უკვე დაწეულია, სხვათაშორის, იყო მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1% და ბოლო რეფორმის შედეგად დაიწია 0. 05%-მდე. მეორე საკითხია იურიდიული პირების მხრიდან დაფინანსების საკითხი, შემოწირულობების შეტანის საკითხი. შეიძლება იურიდიული პირების მეშვეობით მოხდეს ფიზიკური პირებისთის დაწესებული ზღვარის გვერდის ავლა, იმიტომ, რომ ადვილია, დააარსო იურიდიული პირი, რამდენიმე დააარსო და შემდეგ ის ჭერი, რაც არის დადგენილი, გადაანაწილო და შე გააკეთო შეწირულობა. ზოგადად, მინდა საზოგადოებასაც ვუთხრა, რომ საერთო ჯამშ, იურიდიული პირებისგან შემოწირულობა არის ძალიან დაბალი. რამდენჯერმე ხაზი გაესვა როგორც ევროკავშირის მხრიდან, სიე ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომ უნდა თავი ავარიდოთ პერსონიფიცირებულ მიდგომებს,ა მიტომ დღეს ვინც საუბრობს პერსონიფიცრებულ მიდგომებზე, ყველა ასეთი ჯგუფი გახლავთ ანტიევროპული ჯგუფი, - განაცხაა პაპუაშვილმა. 

გეგმაზე მსჯელობის პროცესს ოპოზიციას ესწრება, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ მომზადებული დოკუმენტი ბუნდოვანია. "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუციებზე ივანიშვილის გავლენებს ვერ შეამცირებს, ბუტაფორიული იქნება.

ჩვენ ძალიან ნათლად ვიცით, ვინ იგულისხმება ოლიგარქში და რა იგულისხმება დეოლიგარქიზაციაში ევროკავშირის მხრიდან. ევროპარლამენტის რეზოლუციაში სახელობითად წერია, რომ საქართველოში არის ერთი ოლიგარქი, რუსი ოლიგარქი და ის არის ბიძინა ივანიშვილი. ნებისმიერი გეგმა, რომელიც თავის მოკატუნებით იქნება დაკავებული, ვერ შეამჩნევს რეალურ პრობლემას და ივანიშვილის არაკონსტიტუციურ, არაფორმალურ გავლენებს სახელმწიფო ინსტიტუციებზე და ამას არ უპასუხებს, იქნება ბუტაფორიული გეგმა. თუ სახელმწიფო ინსტიტუციები არ აბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოში და ჩრდილოვანი მმართველი არ შეეშვა სახელმწიფოთი თამაშს, მაშნ მივიღებთ კიდევ ერთ კანონს, რომელიც ვერ იმუშავებს, - ამბობს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი.

მსგავსი სიახლეები