საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება გამარტივებული წესით - ოპოზიცია პრეზიდენტის ინიციატივაზე კონსულტაციებს იწყებს
პრეზიდენტის ინიციატივის შემდეგ ოპოზიცია კონსულტაციებს იწყებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმ კანონპროექტზე მუშაობას აანონსებენ, რომლითაც გადამწვეტი არჩევნების წინ საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება გამარტივებული წესით იქნება შესაძლებელი.
გზავნილი სალომე ზურბიშვილისგან პოლიტიკოსებმა გუშინ მიიღეს. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ გადამწვეტი არჩვნების წინ ქართული პასპორტი გამარტივებული წესით უნდა დაუბრუნდეს ყველას, ვინც საქართველოში დაიბადა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და მათთან ურთიერთობების დალაგებაზე გაამახვილა ყურადღება.
ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმებიან. ზურაბიშვილის მსგავსად, ისინიც ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია, არჩევნებზე არცერთი ეთნიკურად ქართველის ხმა არ დაიკარგოს.
საქართველოსთან ისტორიული თუ ოჯახური კავშირის მქონე ადამიანები, რომლებიც ქართველებად დაიბადნენ, როგორმე დაიბრუნოს, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მათ დაბრუნებას საქართველოში, მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში და ყველა სხვა კომფორტი შეუქმნას ამ ადამიანებს, იმიტომ, რომ ისინი არიან ქართველები და ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავკარგოთ ჩვენი ადამიანები. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებასა და ინტეგრაციაზე ზრუნავდეს, ზრუნავს ოკუაპნტი სახელმწიფოს მოქალაქეებზე, როგორ შეუქმნას აქ კომფორტი, როგორ მარტივად მიჰყიდოს მათ ქართული მიწა, - ამბობს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ საკიტხი მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების კუთხითაც საინტერესო იქნება.
საინტერესო იდეაა, შეიძლება იქამე მივიდეს ეს ყველაფერი, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა რაც არის, მაგალითად, იმასაც გაუმარტივდეს საქართველოს მოქალაქეობის მიღება. ესეც საინტერესოა პოლიტიკურად. ასევე ემიგრანტებთან დაკავშირეული საკითხია, რომ დიდი ხანია, ვთქვათ, არ არიან საკონსულო აღრიცხვაზე, ბევრი მიზეზით დაკარგა მოქალაქეობა, ამ ხალხზეც საინტერესოა, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას უკვე გამოეხმაურა ქვეყნის პირველი კანონმდებელიც. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტს იმ კანონპროექტების შინაარსის გაგება უჭირს, რომელსაც პარლამენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციას უგზავნის. პაპუაშვილის მტკიცებით, ზურაბიშვილი პარლამენტის კომპეტენციებში არ უნდა ჩაერიოს.
ზოგადად, არასწორია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ერევა საკანონმებლო ორგანოს კომპეტენციებში. რაც შეეხება კანონმდებლობის ცვლილებას, ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის კომპეტენცია, რომ მან ჩვენს მოქალაქეობასტან დაკავშირებით გასაზღვროს პოლიტიკა, როგორი არის და კანონმდებლობა როგორია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაშიც სალომე ზურაბიშვილმა არ დაარღვიოს კონსტიტუცია, არ ჩაერიოს საქართელოს პარლამენტის კომპეტენციაში. ქალბატონმა სალომემ ხელი მოაწერა ამ ცვლილებას, მაგრამ როგორც ჩანს, შინაარსშ ვერ გაერკვა, რასთან დაკავშირებით იყო ეს ცვლილება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკუთარ კონსტიტუციურ კომპეტენციებში დარჩეს, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.