გინტურის მკვლელობის საქმეზე - ევროპარლამენტი რეზოლუციას კენჭს უყრის
ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის მკვლელობის დასასჯელად ევროპარლამენტი გადაუდებელ რეზოლუციას უყრის კენჭს.
რუსეთის კიდევ ერთ სისასტიკეზე დებატები სტრასბურგში თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება, შემდეგ კი დეპუტატები რეზოლუციის ტექსტს, სადაც პირდაპირ წერია, რომ გინტურის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობაა კენჭს უყრიან.
რეზოლუციის დოკუმენტში ევროპარლამენტარებმა არაერთი მოთხოვნა გააჟღერეს - დოკუმენტის ინიციატორები ანა ფოტიგა და მირიამ ლექსმანი არიან.
მათივე მოთხოვნით, რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ჯერ კიდევ ტყვეობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე და რბილი ძალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უნდა გაიყვანოს.
გარდა ამისა, რეზოლუციის დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ ევროკავშირს, გააძლიეროს ჩართულობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.
ევროკავშირი კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციულ ზოლთან ახლოს.
საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო პატიმრობაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების რამდენიმე საქმე ჯერაც არ არის სისხლის სამართლებრივი დევნა;
გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ლევან დოთიაშვილის უკანონო დაკავებას. მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საოკუპაციო ძალების მიერ ჯერ კიდევ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეები.
გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას და გმობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო კომენტარებს, რომლებიც მოითხოვენ ადმინისტრაციული ტერიტორიების ფორმალური საზღვრებისა და დემარკაციისკენ; კატეგორიულად გმობს უკანონო დაკავებებს, გატაცებებს და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას საოკუპაციო ზოლის გასწვრივ.
მოუწოდებს ევროკავშირს გააძლიეროს ჩართულობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველო მიდის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ, ყველა არსებული ინსტრუმენტის ეფექტურად გამოყენებით"- წერია დოკუმენტში.
თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღების საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილი ამბობს: "რეზოლუცია ამ მხრივ თავისთავად მისასალმებელია, როდესაც ამას აქცევს ყურადღებას ევროპარლამენტი, თუმცა ამავე დროს გულდასაწყვეტია, რომ მართალია ჩვენ პროექტში ვხედავთ სიტყვებს - „ოკუპაცია“ ცხინვალის რეგიონთან მიმართებით ევროპარლამენტის რეზოლუციაში, თუმცა სამწუხაროდ, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ჯერ კიდევ ტერმინი "ოკუპაცია" არ გამოიყენება, რაც არის რეალობის მიმართ თვალის დახუჭვა"
ევროპარლამენტის რეზოლუცია ამ მხრივ თავისთავად მისასალმებელია, როდესაც ამას აქცევს ყურადღებას ევროპარლამენტი, ამავე დროს გულდასაწყვეტია, რომ მართალია ჩვენ პროექტში ვხედავთ სიტყვებს „ოკუპაცია“ ცხინვალის რეგიონთან მიმართებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში, თუმცა სამწუხაროდ, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ჯერ კიდევ ტერმინი ოკუპაცია არ გამოიყენება, რაც არის რეალობის მიმართ თვალის დახუჭვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც ევროპარლამენტის რამდენიმე რეზოლუციაში უკვე დამკვიდრდა, დამკვიდრდეს ოფიციალურ დოკუმენტებში, ვინაიდან ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, მათ შორის, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო 3 რეზოლუციაში პირდაპირ დეზინფორმაცია შეიტანეს და გამოიყენეს საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის, პოლიტიკურ ძალას უკარგავენ ასეთ რეზოლუციებს, - განაცხადა პაპუაშვილმა.