ზურაბიშვილი პარლამენტის კომპეტენციაში არ უნდა ერეოდეს - პაპუაშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე
სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციაში არ უნდა ერეოდეს, - ასე ეხმიანება ქვეყნის პირველი კანონმდებელი პრეზიდენტის ინიციატივას. საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციისადმი გზავნილს, სადაც მან თქვა, რომ გადამწვეტი არჩვნების წინ ქართული პასპორტი გამარტივებული წესით უნდა დაუბრუნდეს ყველას, ვინც საქართველოში დაიბადა.
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტს იმ კანონპროექტების შინაარსის გაგება უჭირს, რომელსაც პარლამენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციას უგზავნის.
ზოგადად, არასწორია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ერევა საკანონმებლო ორგანოს კომპეტენციებში. რაც შეეხება კანონმდებლობის ცვლილებას, ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის კომპეტენცია, რომ მან ჩვენს მოქალაქეობასტან დაკავშირებით გასაზღვროს პოლიტიკა, როგორი არის და კანონმდებლობა როგორია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაშიც სალომე ზურაბიშვილმა არ დაარღვიოს კონსტიტუცია, არ ჩაერიოს საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაში. ქალბატონმა სალომემ ხელი მოაწერა ამ ცვლილებას, მაგრამ როგორც ჩანს, შინაარსშ ვერ გაერკვა, რასთან დაკავშირებით იყო ეს ცვლილება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკუთარ კონსტიტუციურ კომპეტენციებში დარჩეს, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.