ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ბარიერის აწევასაც ითხოვს, თუმცა ეს თემა დახურულია - პაპუაშვილი

22.11.23 12:34
ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ბარიერის აწევასაც ითხოვს, თუმცა ეს თემა დახურულია - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ბარიერს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ გააჩნია, "მთავარი ხალხის ნებაა".

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიციას მხარდამჭერები არ ჰყავს. 

ეს საკითხი უნდა დაიხუროს, გუშინაც ვთქვი, ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ ბარიერზე, ზოგიერთი აწევასაც ითხოვს 5%-ის, ამიტომ, ვფიქრობ, ეს თემა დახურულია მათთვისაც. გადამწყვეტი არ არის ბარიერი, მათ შორის, არც 2012 წელს არ ყოფილა გადამწყვეტი, გადამწყვეტი არის ხალხის ნება. ხალხის ნება ბოლო 11 წლის განმავლობაში რაც არის, კიდევ ერთხელ გამოვლინდება 2024-ში.

რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ანტიქართულ პლატფორმებს მხარს არ დაუჭერს. სხვანაირად როგორ ავუხსნა, უკვე ვეღარ ვხვდები ოპოზიციურ პარტიებს, როდესაც ისინი საქართველოს წინააღმდეგ იბრძვიან, ქართველი ხალხი მათ მხარს არ დაუჭერს - ეს არის აქსიომა - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები