ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება

22.11.23 12:43
ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება - ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მარიონეტული ხელისუფლების პრესსამსახურში ამბობენ, რომ ასლან ბჟანია მოსკოვში "სამუშაო ვიზიტით ჩავიდა" და მას თან ახლავს ე.წ. სახელმწიფო უშიშროების თავმჯდომარე თემურ აჰიბა.