ვინ დგას ჰესის უკან, რომლის გამოც ყაზბეგის მერმა მოქალაქე სასტიკად სცემა

22.11.23 12:59
ვინ დგას ჰესის უკან, რომლის გამოც  ყაზბეგის მერმა მოქალაქე სასტიკად სცემა

ვინ დგას ჰესის უკან, რომლის გამოც  ყაზბეგის მერმა მოქალაქე სასტიკად ცემა? - "კამარა ჰესის " მფლობელი კომპანიები სენტ-ლუისა და ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. ოფიციალურ დოკუმენტებში არაფერია ნათქვამი ვინ არის ინვესტორი, ანუ არავინ იცის, ვინ აშენებს ჰესს, რომელსაც ყაზბეგში უკვე მოჰყვა დიდი ვნებათაღელვა. 

კვალი შესაძლოა, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორებამდე მიდიოდეს. რამდენიმე წლის წინ, რეესტრში ნათლად ჩანდა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავის ბიზნეს პარტნიორები იყვნენ "კამარა ჰესით" დაინტერესებული. 

ჰესის მშენებლობას  ხეობაში მოსახლეობა კატეგორიულად  ეწინააღმდეგება, თუმცა იციან, რომ ხელისუფლება ამ პროექტს ლობირებს და ხალხის გადასაბირებლად რეპრესიებსაც აწყობს. ამ ინტერესებს უკავშირებენ მერის მიერ იმ ორგანიზაციის წევრის სახალხოდ ცემას, რომელიც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება. 

მესაკუთრე არის კომპანია, რომლის 50-50% ოფშორში არის რეგისტრირებული. არაფერს არ ამბობს მათი დასახელება და არ იძებნება მათი რეალური მფლობელები. მანამდე, როდესაც წინა ვერსიით იყო კომპანია წარმოდგენილი, მანამდე უჩა მამაცაშვილის პარტნიორები ჩანდნენ მფლობელებად, ამიტომ ეჭვები, რა თქმა უნდა, არის, რომ ასეთი რთული პროექტის განხორციელება ასეთი დაბალი ხარისხის დოკუმენტაციით იგეგმება და სამწუხაროდ, საჯარო უწყებები ხელს უწყობენ ამ ეტაპამდე ამ პროექტის გატანაში, ამიტომ ეჭვები ისევ რჩება. პროექტი არის ძალიან უხარისხოდ შესრულებული. კვლევები, ფაქტობრივად, არ არის განხორციელებული ადგილზე. არ ვიცით, რისთვის გვჭირდება ამ პროექტის განხორციელება, რის ფასად ვთმობთ და ვიღებთ ნეგატიურ ზეგავლენას"-  აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივაში". 

 ყაზბეგის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა მოქალაქეს სცემა, რომელიც "კამარა ჰესის" მშენებლობის წინააღმდეგი იყო.