"ოცნების საარჩევნო ხელწერა, ხელისუფლება ძალადობას ახალისებს" - ოპოზიცია მერის მიერ მოქალაქის ცემაზე
ოპოზიცია ყაზბეგის მერის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტს აფასებს - ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ განსხვავებული აზრის დევნა "ქართული ოცნების" ხელწერად იქცა.
"ლელო-საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ყაზბეგში მცხოვრებ ადამიანებს მიმართავს, რომ თავს ნურავის დააჩაგვრინებს:
ეს არის იმ საარჩევნო კამპანიის ხელწერა, რომელიც ჩვენ ვნახეთ წინა არჩევნებზე. მე მინდა, მივმართო ყაზბეგელებს და ყველას, რომ ნურავინ ნურავის ნუ დააჩაგვრინებს. დავანებოთ ყველაფერს თავი, ვინ მერია, ვინ საკრებულოს თავმჯდომარე, არსებობს ელემენტარული ეთიკა, პატივისცემა და ხალხის ინტერესი და თუ ვინმე ვინმეს უსწორდება პასუხისმგებლობა უნდა მოეთხოვოს, ადამიანურადაც და სამართლებრივადაც - ხაზარაძე.
"დროას" ლიდერის თქმით, კი ისინი გუშინ, გასვენებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტის შესწავლას იწყებენ. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ "ქართული ოცნება" დგას ზონდერებზე დგას.
ზოგადად, "ქართული ოცნება" დგას ზონდერებზე, მოძალადეებზე და ხელფასს უხდის ხალხს, რომ ხალხის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედონ და პარტიული დავალება შეასრულონ, ეს ახალი არ არის. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, ჩვენ ამას დეტალურად შევისწავლით" - აღნიშნავს ხოშტარია
ხელისუფლების მიერ წახალისებულ ძალადობაზე საუბრობს "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერიც. ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლება მის მოძალადე წევრებს ან არ სჯის, ან თუ იძულებული ხდება, რომ ზომები მიიღოს, სასჯელი ფორმალურია.
არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი. ძალადობა ამ ქვეყანაში წახალისებულია, მათ შორის, კონკრეტული ზონდერ ჯგუფებისთვის დაუსჯელობის სინდრომი არ არის, მათ შორის, ერთ-ერთი პუნქტი 9 პუნქტიდან, რომელიც ევროკომისიამ დაგვიდო არ ეხება ამ ჯგუფის და ძალადობის ორგანიზატორების დასჯას, ამას ითხოვენ წლებია ჩვენგან და ამას არ აკეთებენ, შესაბამისად იციან, რომ არ დაისჯებიან, ან თუ დაისჯებიან, დასჯას ექნება, მხოლოდ და მხოლოდ, ფორმალური ხასიათი " - თქვა მან.
ყაზბეგის მერმა მოქალაქე ცემა - "პირველებისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბაკურ ავსაჯანიშვილმა თანასოფლელს სოციალურ ქსელში დაწერილი ერთი პოსტი არ აპატია, ჯერ საქმე ქუჩურად გაურჩია, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.
საუბარია, პირზე, რომელიც კამარა ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა და ღიად ამბობდა, რომ მათ, ვინც პროექტს მხარს არ უჭერს, სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან.