გეგმა დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ - ოპოზიციას კითხვები აქვს
დეოლიგარქიზაციას ივანიშვილის გარეშე - რატომ ასაიდუმლოებდა სამოქმედო გეგმას "ქართული ოცნება".
ოპოზიცია უკმაყოფილოა, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "ოცნება" ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლას ტრენინგებითა და ვორქშოპებით აპირებს.
პარტიებისთვის დაფინანსების შეზღუდვა რამდენად არის ბმაში დეოლიგარქიზაციასთან ამაზე პასუხი ნათელია და სამწუხაროდ, თავად დოკუმენტის გასაიდუმლოება მეტყველებს იმაზე, რომ ჩართულობის ნება, ისევე როგორც ოპოზიციისთვის ინფორმაციის მიწოდების არ იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ნება არ არსებობს დეოლიგარქიზაციის განხორციელების". - ამბობს თეონა აქუბარდია.
ოპოზიციის შეფასებით, "ქართული ოცნების" გეგმა ქვეყნის რეალურ გამოწვევას არ ასახავს და ბიძინა ივანიშვილის გავლენებს არანაირად არ ეხება.
რაც შეეხება დაფინანსების ნაწილს, "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ეჭვობს, რომ ე.წ. შავი ბუღალტერია "ქართული ოცნების" მაინც იმუშავებს.
როგორც ცნობილი ხდება, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით ცვლილებები იგეგმება.
კერძოდ, დოკუმენტში სამომავლოდ განსახორციელებელ ნაბიჯებს შორის დასახელებულია: იურიდიული პირების საარჩევნო შემოწირულების აკრძალვა, თითოეული მხარისთვის ხარჯების ზედა ზღვარის კიდევ უფრო შემცირება, პოლიტიკური პარტიების ხარჯების ანგარიშების გამოქვეყნება.
მხოლოდ 3 % არის ოპოზიციის დამფინანსებელი, 97% იურიდიული პირი არის "ქართული ოცნების". 20 მილიონი, რომლის დეკლარირებასაც არჩევნებიდან არჩევნებამდე ახდენს "ქართული ოცნება", ვითომ შემოწირულობა შემოვიდა 20 მილიონი, სინამდვილეში არის 300 მილიონი, დანარჩენი გადატანილია მშრალ ბუღალტერიაში და რაც არ უნდა გავამკაცროთ რეგულაციები ლეგალური ფულის შემოწირვის, არაფერი არ შეიცვლება, რადგან ე.წ. შავი ბუღალტერია "ქართული ოცნების" მაინც იმუშავებს" .- ამბობს პაატა მანჯგალაძე.
რას ითვალისწინებს "ოცნების" „დეოლიგარქიზაციის გეგმა“ - დოკუმენტი 52-გვერდისგან შედგება და ითვალისწინებს ნაბიჯების გადადგმას 7 მიმართულებით.