25 ათასი რუსული კომპანია საქართველოში - "ოცნება" საფრთხეს ვერ ხედავს

22.11.23 13:18
25 ათასი რუსული კომპანია საქართველოში - "ოცნება" საფრთხეს ვერ ხედავს

ხელისუფლება პრობლემას ვერ ხედავს, რომ საქართველში ბოლო ორი წელიწადში 22 ათასი რუსული კომპანია გაჩნდა, რომლის საქმიანობის შესახებაც თავად არაფერი იცის. "ოცნების" გენერალური მდივანი, ფაქტობრივად,  ამტკიცებს, რომ რუსული ფული ქვეყნის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანია.

კახა კალაძე ირწმუნება, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა ქვეყნისთვის არის მნიშნელოვანი, თმცა ოპოზოციას ამის მიზანმიმართულად დაზიანება უნდა. 

ჩვენ არ და ვერ ვუერთდებით სანქციებს ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ისევ და ისევ ვიცავთ მოსახლეობის ინტერესებს, ეროვნულ ინტერესებს და ყოველთვის გვექნება ეს დამოკიდებულება. ახლა, ტურისტი არ ჩამოვიდეს საქართველოში და ფული არ დახარჯოს და ვთქვათ, საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი შევზღუდოთ და არ გავიტანოთ თუნდაც რუსულ ბაზარზე, რატომ? რატომ უნდა შეიზღუდოს ეს ყველაფერი? ვის ვზღუდავთ ამით? საკუთარ თავს ვიზღუდავთ და ისევ გლეხს ვაყენებთ მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ესეც გათვლილია მიზანმიმართულად, სპეციალურად აკეთებენ ამას, რომ უნდათ, როგორმე, ქვეყანა ეკონომიკურად დააზიანონ, - ამბობს კახა კალაძე. 

მსგავსი სიახლეები