საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია, ქვეყნის შიდა უსაფრთხოება უზრუნველყოს - NATO-ს წარმომადგენელი
რუსულ საფრთხეებზე დღეს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. შეხვედრას ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ საქართველო რთულ რეგიონში მდებარეობს და ქვეყნის შიდა უსაფრთხოება სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებული ა სასტიკი აგრესიის გამო ნატოს ლიერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გაეძლიერებინათ პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებთან დაკავშირებითაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთის მხრიდან ჩარევის მაღალი რისკები არსებობს. საქართველო, რა თქმა უნდა, რთულ მდგომარეობაშია. რუსული ძალები კვლავ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე არიან. საქართველო ძალიან რთულ რეგიონშია და ნატო მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. ჩვენ არ ვხედავთ რაიმე მყისიერ რისკს საქართველოში სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ქვეყანამ გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები. საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია, რომ უზრუნველყოს ქვეყნის შიდა უსაფრთხოება, - განაცხადა ალექსანდრ ვინიკოვმა.