ვნებათღელვა ოკუპირებულ აფხაზეთში - მოსახლეობამ „ახალი ათონის“ რუსეთისთვის მიყიდვის მცდელობა გააპროტესტა
ვნებათაღევლა ოკუპირებულ აფხაზეში - დიდი პროტესტი ე.წ. სახელმწიფო აგარაკის „ახალი ათონის“ რუსეთისთვის მიყიდვის მცდელობას მოჰყვა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ხალხმა სამთავრობო აგარაკის ღობე გაარღვია და ტერიტორია დაიკავა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში პოლიცია იყო მობილიზებული.
მასშტაბური პროტესტის გამო კი დე ფაქტო ხელისუფლებას უკან დახევა მოუწია. ახლა ამტკიცებენ, რომ აგარკის გაყიდვა არ იგეგმება და ამ საკითხზე კომისიას ქმნიან.
საუბარი იყო ძალიან კონსტრუქციული და მიღებული იქნა ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ქალაქის აქტივმა მიიღო გარანტია, რომ მოცემული ობიექტი არ გასხვისდება, არც არენდით გადაცემა მოხდება კერძო პირებზე და არც გაყიდვა. თუმცა, გაყიდვა არც არის შესაძლებელი, მაგრამ მაინც. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქალაქის აქტივის უშუალო ჩართულობით შეიქმნება კომისია და დაიწერება რესპუბლიკის პარლამენტისადმი და პრეზიდენტისადმი მიმართვა, რომ სახელმწიფო აგარაკების საკითხში ქალაქის მცხოვრებლები მკაფიოდ ერთ აზრზე არიან, ამიტომ საკითხი ასე დგას: ქალაქის საზღვრების გაფართოების საკიტხი განიხილებოდამოცემულ შეხვედრაზე და ყველა ეს ჩამოთვლილი თემა იქნება ქაღალდზე დაწერილი და მიმართვა მომზადდება პარლამენტის და პრეზიდენტის სახელზე საკითხის განხილვის გაგრძელების შესახებ, - განაცხადა პროტესტის მონაწილემ.
აფხაზეთის საკითხზე მომუშავე ადამიანები კი ამბობენ, რომ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ხელისუფლების და აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესები ემთხვევა, ამიტომ კარგი ხელისუფლება ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებდა. პაატა დავიტაია ამბობს, რომ ხელისუფლება ახლა არ უნდა გაჩუმდეს.
ეს არის საქართველოს კუთვნილი ქონება. არავის აქვს უფლება, ეს ქონება გადასცეს რუსეთის ფედერაციას. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ნუ იქნებიან სირაქლემას პოზიციაში ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ის მომენტია, როდესაც აფხაზეთისა და ქართველებსი ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა. აფხაზები მას თვლიან თავიანთ მიწად, თავიანთ ქონებად და აფხაზეთი არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოსახლეობას დავუჭიროთ მხარი, ველაპარაკოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ რუსეთი ამზადებს ანექსიას ამ ტერიტორიების და ამ ქონებების წართმევით და ეს არღვევს ყველა აღიარებულ საერთაშორისო პრინციპს, - ამბობს პაატა დავითაია.
აფახეთში გავითარებული პროტესტის ფონზე კი დე ფაქტო პრეზიდენტი ისევ კრემლში გაემგზავრა და მოლაპარაკებებს მართავს.