20 წელი ვარდების რევოლუციიდან - წალენჯიხის მერი მოქალაქეებს შეხვდა

22.11.23 13:39
20 წელი ვარდების რევოლუციიდან - წალენჯიხის მერი მოქალაქეებს შეხვდა

“ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავთან დაკავშირებით წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა პარტიის მომხრეებს შეხვდა. შეხვედრაზე  შეკრებილებს სიტყვით გამომსვლელებმა მიმართეს. გია ხარჩილავამ 2003 წლის ნოემბრის მოვლენების დროს წალენჯიხის როლზე ისაუბრა და დასძინა, რომ ამ მუნიციპალიტეტს, როგორც ერთადერთ ოპოზიციურს, ახლაც განსაკუთრებული ფუნქცია აქვს. 


გამომსვლელებს შორის იმ ცნობილი ავტობუსის მგზავრებიც იყვნენ, რომელიც 20 წლის წინ წალენჯიხიდან თბილისისკენ მიხეილ სააკაშვილთან ერთად დაიძრა. მათ შორის იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის იმდროინდელი ხელმძღვანელი რამინ გოგოხია. მან იმ განწყობებსა და მიღწევებზე ისაუბრა, რაც მაშინ ხალხსა და პარტიაში იყო.

გოგოხია მიიჩნევს, რომ ახლა ენმ-ში დაპირისპირება “ქართული ოცნების” ინტერესებში შედის. პარტიის წალენჯიხელმა წევრებმა და მომხრეებმა ოპოზიციურ პარტიას ერთიანობისკენ მოუწოდეს.

მსგავსი სიახლეები