ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის - მათიკაშვილი

22.11.23 13:58
ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის - მათიკაშვილი

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ბიძინა ივანიშვილის გავლენებს არანაირად არ ეხება. "ოცნება" ისევ თავგამოდებით იცავს თავის დამფუძნებელს და ამბობს, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არის.

მე გთხოვთ, რომ ყური დავუგდოთ კარგად ევროკავშირის მხრიდან ჩვენივე პარტნიორების რჩევებს, სადაც საუბარია არა პიროვნებებზე კანონის მიღების, არამედ სისტემურ უზრუნველყოფაზე ამ პრობლემისა. ასე რომ ერთი კონკრეტული პიროვნების გარშემო ვერ ვისაუბრებთ. მინდა გული დაგწყვიტოთ. არსებობენ ოლიგარქები, ოღონდ გაქცეულები არიან ამ ქვეყნიდან. ასეთი ოლიგარქი გახლავთ მაგალითად კეზერაშვილი, ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი". - ამბობს მათიკაშვილი.

ხელისუფლებამ დღეს დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა გაასაჯაროვა. დასავლელი პარტნიორების მიერ კანონპროექტების რამდენჯერმე დაწუნების შემდეგ მმართველი პარტია ივანიშვილის გავლენის შესუსტებას არ აპირებს და დეოლიგარქიზაციასთან ბრძოლას პარტიებისთვის ფულადი დაფინანსების ზღვრის დაწესებით და მედიამფლობელობის საკითხების გამჭვირვალებით აპირებს.

რას ითვალისწინებს "ოცნების" „დეოლიგარქიზაციის გეგმა“ - დოკუმენტი 52-გვერდისგან შედგება და ითვალისწინებს ნაბიჯების გადადგმას 7 მიმართულებით

 

მსგავსი სიახლეები