შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ოლიგარქების პრობლემას გადაჭრის - კობახიძე

22.11.23 14:10
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ოლიგარქების პრობლემას გადაჭრის - კობახიძე

"ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ცოტა ხანში მთავრობის მიერ კონსულტაციების საფუძველზე დამტკიცდება.

ირაკლი კობახიძის თქმით, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფილი იქნება ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზეც დაკვირვება სხვადასხვა სუბიექტის მხრიდან.

ერთ-ერთი საკითხი არის დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც ცოტა ხანში მთავრობის მიერ დამტკიცდება კონსულტაციების საფუძველზე და საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფილი იქნება ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზეც დაკვირვება სხვადასხვა სუბიექტის მხრიდან. დანარჩენი უკვე არის აღსრულების საქმე. არის კიდევ რამდენიმე დღე, ვიდრე დამტკიცდება ეს სამოქმედო გეგმა. მთავრობა წარმართავს ამ პროცესს და ალბათ, კონსულტაციებიც შედგა". - ამბობს ირაკლი კობახიძე.

კობახიძის თქმით, ეს გეგმა ოლიგარქების პრობლემას პოლიტიკაში ვერ გადაჭრის.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს სამოქმედო გეგმა გადაჭრის ოლიგარქების პრობლემას პოლიტიკაში.ჩვენ გვყავს თვითგამოცხადებული ოლიგარქები, რომლებიც პირდაპირ ერევიან პოლიტიკაში, აფინანსებენ პარტიებს, მედიასაშუალებებს,არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისინი ალბათ გააგრძელებენ ამ საქმიანობას თუმცა გარკვეული პროგრესი შეიძლება იყოს მიღწეული ამ სამოქმედო გეგმით." თქვა კობახიძემ, რომელიც ოლიგარქად ასახელებს კეზერაშვილს და ხაზარაძეს და არა ივანიშვილს". - განაცხადა კობახიძემ.

ხელისუფლებამ დღეს დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა გაასაჯაროვა. დასავლელი პარტნიორების მიერ კანონპროექტების რამდენჯერმე დაწუნების შემდეგ მმართველი პარტია ივანიშვილის გავლენის შესუსტებას არ აპირებს და დეოლიგარქიზაციასთან ბრძოლას პარტიებისთვის ფულადი დაფინანსების ზღვრის დაწესებით და მედია მფლობელობის საკითხების გამჭვირვალობით აპირებს.

რას ითვალისწინებს "ოცნების" „დეოლიგარქიზაციის გეგმა“ - დოკუმენტი 52-გვერდისგან შედგება და ითვალისწინებს ნაბიჯების გადადგმას 7 მიმართულებით

მსგავსი სიახლეები