პარადოქსია, რომ გინტურის მხეცურად მოკვლის ფაქტზე მსჯელობა ევროპარლამენტში მიდის და საქართველოს ხელისუფლებაში არა - ხაზარაძე

22.11.23 15:34
პარადოქსია, რომ გინტურის მხეცურად მოკვლის ფაქტზე მსჯელობა ევროპარლამენტში მიდის და საქართველოს ხელისუფლებაში არა - ხაზარაძე

"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პარადოქსს უწოდებს იმ ფაქტს, რომ რუსების მიერ მხეცურად მოკლული თამაზ გინტურის შესახებ მსჯელობა ევროპარლამენტში მიდის და საქართველოს ხელისუფლებაში არა.

ხაზარაძის თქმით, ეს აიხსნება ერთი მიზეზით, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება რუსულ ინტერესებს ემსახურება.

როგორი პარადოქსია, რომ ჩვენი თანამემამულის, თამაზ გინტურის ასე მხეცურად, ცინიკურად და სასტიკად მოკვლის ფაქტზე მსჯელობა მიდის ევროპარლამენტში და არანაირი მსჯელობა არ მიდის საქართველოს ხელისუფლებაში, პარლამენტში. ერთი მიზეზის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არის რუსული, ისინი ემსახურებიან რუსულ ხელისუფლებას, პუტინს. იმ დროს, როდესაც ასეთი ტრაგედია მოხდა, "ქართული ოცნების" გორის მერი დაბადების დღეებზე და ქორწილებში ცეკვა-თამაშით არის გართული. ეს წარმოუდგენელი რამ არის", - ამბობს ხაზარაძე.

სტრასბურგში ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის შესახებ მსჯელობა ცოტა ხანში დაიწყება - მანამდე კი ზუსტად 4 საათზე სხდომა დებატებით გაიხსნება. რუსეთის სისასტიკის შესახებ მსჯელობას დარბაზში 750 ევროდეპუტატი დაესწრება - დებატების შემდეგ რეზოლუციის კენჭისყრაა დაგეგმილი. ევროპელი პოლიტიკოსები რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში ითხოვენ , რომ ევროპულმა საბჭომ ევროკავშირის სანქციების სია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გათვალისწინებით შექმნას და პირდაპირი სანქციები დაუწესოს მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის დარღვევაში. 

დებატების შემდეგ დამტკიცდება რეზოლუცია, რომელიც იქნება პირდაპირი პასუხი მოთხოვნა, რომ დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც პასუხისმგებელია თამაზ გინტურის მკვლელობის გამო. 


 

მსგავსი სიახლეები