უკრაინის ომის ფონზე, შანსი იმისა, რომ გინტურის მკვლელობის ჩამდენები დაისაჯოს, მაღალია - ხოშტარია
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებები არა განგაშის აწევა, არამედ თავად გინტურის დადანაშაულება უფრო იყო.
ხოშტარიას თქმით, უკრაინის ომის ფონზე, შანსი იმისა, რომ გინტურის მკვლელობის ჩამდენები დაისაჯოს, მაღალია, რადგან სანქციები ძალიან აქტიურ მოხმარებაშია.
მათი (ოცნების) განცხადება, რაც ვნახეთ ჩვენ ოფიციალურ დონეზე გინტურთან დაკავშირებით, ეს იყო არა განგაშის აწევა ამ საკითხზე და არა რუსეთის პრობლემაზე საუბარი, არამედ ლამის დადანაშაულება თავად გინტურისა. არ მუშაობს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე, რომელიც იქნებოდა პრევენცია მსგავსი შემთხვევების. არ მუშაობს ახლა იმაზე, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილი-გინტურის სია გაკეთდეს. უკრაინის ომის ფონზე, შანსი იმისა, რომ კონკრეტულად ვინც ეს ჩაიდინა დაისაჯოს, არის მაღალი, რადგან სანქციები არის ძალიან აქტიურ მოხმარებაში", - ამბობს ხოშტარია.
სტრასბურგში ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის შესახებ მსჯელობა ცოტა ხანში დაიწყება - მანამდე კი ზუსტად 4 საათზე სხდომა დებატებით გაიხსნება. რუსეთის სისასტიკის შესახებ მსჯელობას დარბაზში 750 ევროდეპუტატი დაესწრება - დებატების შემდეგ რეზოლუციის კენჭისყრაა დაგეგმილი. ევროპელი პოლიტიკოსები რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში ითხოვენ , რომ ევროპულმა საბჭომ ევროკავშირის სანქციების სია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გათვალისწინებით შექმნას და პირდაპირი სანქციები დაუწესოს მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის დარღვევაში.
დებატების შემდეგ დამტკიცდება რეზოლუცია, რომელიც იქნება პირდაპირი პასუხი მოთხოვნა, რომ დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც პასუხისმგებელია თამაზ გინტურის მკვლელობის გამო.