რას აკეთებს ხელისუფლება გინტურის მკვლელების დასასჯელად - კობახიძის კომენტარი

22.11.23 15:54
რას აკეთებს ხელისუფლება გინტურის მკვლელების დასასჯელად - კობახიძის კომენტარი

"ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თამაზ გინტურის მკვლელობის საქმის გამოძიებით შესაბამისი უწყებები არიან დაკავებული და მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულზე სასჯელი დადგეს.

რუსული აგრესიის აქტივზე საერთაშორისო გამოხმაურება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ამ საქმის გამოძიებას, ბუნებრივია, შესაბამისი უწყებები არიან დაკავებული ამ საქმის გამოძიებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულზე დადგეს სასჯელი", - ამბობს კობახიძე.

სტრასბურგში ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის შესახებ მსჯელობა ცოტა ხანში დაიწყება - მანამდე კი ზუსტად 4 საათზე სხდომა დებატებით გაიხსნება. რუსეთის სისასტიკის შესახებ მსჯელობას დარბაზში 750 ევროდეპუტატი დაესწრება - დებატების შემდეგ რეზოლუციის კენჭისყრაა დაგეგმილი. ევროპელი პოლიტიკოსები რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში ითხოვენ , რომ ევროპულმა საბჭომ ევროკავშირის სანქციების სია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გათვალისწინებით შექმნას და პირდაპირი სანქციები დაუწესოს მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის დარღვევაში. 

დებატების შემდეგ დამტკიცდება რეზოლუცია, რომელიც იქნება პირდაპირი პასუხი მოთხოვნა, რომ დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც პასუხისმგებელია თამაზ გინტურის მკვლელობის გამო. 

მსგავსი სიახლეები