ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკებებს ჩიხში შეიყვანდა - უგულავა

12.03.21 13:28
ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკებებს ჩიხში შეიყვანდა - უგულავა

გიგი უგულავა პრემიერ ღარიბაშვილის მოლაპარაკებების პროცესიდან ჩამოშორებას მიესალმება და ამბობს, რომ მის გარეშე  დიალოგის წარმართვა, შესაძლოა, უფრო შედეგიანი იყოს.

მე ვერ ვიტყოდი იმას, რომ ეს გამარჯვებაა ოპოზიციის,გამარჯვება მაშინ იქნება, როცა რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება და პოლიტპატიმრები დატოვებენ საპატიმროს. სრულიად ლოგიკური იყო, პერსონალურად ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების პროცესს ჩიხში შეიყვანდა, თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება თუ უთხრეს, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტი არის რომ ის მოლაპარაკების მაგიდასთან არ იქნება, რაც უკეთეს წინაპირობას ქმნის რომ მოლაპარაკება შედეგით დასრულდეს - ამბობს უგულავა.

 შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში აღარ იქნება წარმოდგენილი. მის ნაცვლად მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდებიან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა.