ეთნიკურად ქართველებისთვის მოქალაქეობის მიცემა ეროვნული სტრატეგიის ნაწილია - წითლიძე

22.11.23 15:26
ეთნიკურად ქართველებისთვის მოქალაქეობის მიცემა ეროვნული სტრატეგიის ნაწილია - წითლიძე

ენმ-ს წევრი ანა წითლიძე პრეზიდენტის ახალი ინიციატიავს მიესალმება. ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ  ეთნიკურად ქართველებისთვს საქართველოს მოქალაქოების გამარტივებული წესით მიცემა ეროვნული სატრატეგიის შემადგენელი ნაწილია. 

ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ ეთნიკურად ქართველებს, რომ მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭებას მე ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა არის ის, რომელიც უნდა იყოს სახელმწიფოსთვის ეროვნული სატრატეგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, - ამბობს ანა წითლიძე. 

სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ მცხოვრებ ეთნიკურად ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას ითხოვს და ამაში დახმარებას ოპოზიციას სთხოვს. განცხადება ამის თაობაზე პრეზიდენტმა გუშინ გააკეთა. 

მსგავსი სიახლეები