"ხელისუფლებამ კარი გაუღო მე-5 კოლონას" - ხიდაშელი რუსების უკონტროლო შემოდინებაზე

22.11.23 15:38
"ხელისუფლებამ კარი გაუღო მე-5 კოლონას" - ხიდაშელი რუსების უკონტროლო შემოდინებაზე

რას აკეთებს სუსი საქრთველში  რეგისტრირებული ათასობით გაურკვეველი რუსული კომპანიის იდენტიფიცირებისთვის? - უსაფრთხოების ექსპერტები ლულიუაშვილის უწყებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პირადპირ ამბობს, რომ ხელისუფლებამ პრაქტიკულად ქვეყანაში მე-5 კოლონა შემოუშვა, რათა საჭირო მომენტში ისინი ამოქმედდნენ. მისი თქმით, ქვეყანაში ბევრი რუსი აიტი სპეციალისტია შემოსული, რომელიც შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს. 

ეს არის რუსული დესანტი, რომელიც ჩამოვიდა, დაფუძნდა საქართველოში და არსა წასვლას აღარ აპირებს. პირდაპირი მნიშვნელობით საქართველოს ხელისუფლებამ კარი გაუღო მე-5 კოლონას იმისთვის, რომ საჭირო მომენტში ამოქმედდნენ ისინი ამ ქვეყანაში. ტყუილია? გვითხრას სუსმა და დაგვამშვიდოს. იქნებ ჩვენ ყველას პარანოია გვაქვს? ბევრი აიტის სპეციალისტი ჩამოვიდა რუსეთიდან საქართელოში და ახლა საქართველოდან საქმიანობენ და ასე აღიქმება, რომ ახლა მაინც ონლაინ ცხოვრებაა და თბილისში ზიხარ თუ მოსკოვში დიი განსხვავება არ არის. ეს მსუბუქად აღწერილი მათი საქმიანობა ძალიან მაღალი ალბათობით შესაძლოა, ნიშნავდეს, ძალიან სერიოზულ კიბერსაფრთხეებს ჩვენი ქვეყნისთვის, - ამბობს თინა ხიდაშელი. 

მსგავსი სიახლეები