"ჩვენი ხმა ევროპას" - სტუდენტები ორბელიანის სასახლეში იმყოფებიან და პრეზიდენტის მიმართვას ელოდებიან

22.11.23 18:14
"ჩვენი ხმა ევროპას" - სტუდენტები ორბელიანის სასახლეში იმყოფებიან და პრეზიდენტის მიმართვას ელოდებიან

"ჩვენი ხმა ევროპას" - ამ მიმართვით სტუდენტები ორბელიანის სასახლის შიდა ეზოში იმყოფებიან, სადაც ისინი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პეტიციას აწერენ ხელს.

პროცესის დასრულებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს სიტყვით მიმართავს.

ჩვენ მოვედი დღეს აქ ახალგაზრდები, რადგან დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, რომ საქართველო იმსახურებს ამ მომავალს და ჩვენი ხმა აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი, როდესაც მიიღებენ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ევროკავშირში. მივესალმები პრეზიდენტის ამ ინიციატივას და პრეზიდენტს ვუდგავართ ყველანაირად გვერდში ახალგაზრდები და ვაფასებთ მის როლს ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე", - აღნიშნა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

მსგავსი სიახლეები