პრეზიდენტს ლაზარეს არშეწყალებას ორი პოლიციელი სთხოვს - საჯაროვდება წერილი
პრეზიდენტს ლაზარეს არშეწყალებას ორი პოლიციელი სთხოვს
ეს დგინდება, იმ წერილიდან რომელიც შსს გაასაჯაროვა.
დოკუმენტში წერილის ავტორების გვარები დაშტრიხულია, თუმცა ჩანს, რომ მიმართვას ორი პოლიციელი აწერს ხელს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა პრეზიდენტისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს.