"არ იყიდო რუსული პროდუქტი" - "ლელოს" პერფორმანსი და პროტესტი ოკუპანტების წინააღმდეგ.
პარტია "ლელო საქართველოსთვის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე სტიკერები გააკრეს წარწერით "არ იყიდო რუსული პროდუქტი".
როგორც "ლელოს" ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები ამბობენ, ამით კიდევ ერთხელ გამოხატეს პროტესტი ოკუპანტების წინააღმდეგ და ისინი ამბობენ, რომ მათი ადგილი საქართველოში არ არის.