სკანდალი "ოცნების" დეპუტატის გარშემო - სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება სანიკიძეს 50 წლით აჩუქეს

22.11.23 20:40
სკანდალი "ოცნების" დეპუტატის გარშემო - სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება სანიკიძეს 50 წლით აჩუქეს

 

სკანდალში გახვეული "ოცნების" კიდევ ერთი სპორტსმენი დეპუტატი - ყოფილ კალათბურთელს ვიქტორ სანიკიძეს სავარაუდო პოლიტიკურ კორუფციაში ამხელენ. ირკვევა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება სანიკიძეს 50 წლით აჩუქეს. "ქართულმა ოცნებამ" სპორტსმენს როგორც ჩანს, პარტიაში შესვლა დაუფასა და სანაცვლოდ გულუხვად დაასაჩუქრა. დიდი უძრავი ქონების გადაცემა დროში სწორედ სანიკიძის პოლიტიკურ გააქტიურებას ემთხვევა.

ჩნდება  ეჭვი, რომ სანიკიძის გამდიდრების სქემა წინასწარ მოფიქრებული და კარგად დალაგებული იყო. კალათბურთის აკადემია სპორტსმენმა დეპუტატობამდე რამდენიმე თვით ადრე დააფუძნა, მანდატის მიღებიდან 5 თვეში კი მის კომპანიას 13 ათასი კვ მეტრი მიწა სრულიად უსასყიდლოდ, სპორტულ კომპლექსთან ერთად გადასცეს. ანუ, მომავალი 50 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს საკუთრება ვიქტორ სანიკიძის განკარგულებაში იქნება და ეს ყველაფერი დეპუტატს 0 ლარი დაუჯდა.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები