ყაზბეგის მერმა მოქალაქე ათეულობით ადამიანის თვალწინ სცემა - ავსაჯანიშვილი ამ დრომდე არ გამოუკითხავთ

22.11.23 20:09
ყაზბეგის მერმა მოქალაქე ათეულობით ადამიანის თვალწინ სცემა - ავსაჯანიშვილი ამ დრომდე არ გამოუკითხავთ

 

ანგარიშსწორება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთი პოსტის გამო. ყაზბეგის მერი ამ დრომდე არ გამოუკითხავთ.  არადა ფაქტია, რომ ბაკურ ავსაჯანიშვილმა მარტია პაპიაშვილი ათეულობით ადამიანის თვალწინ სცემა. გასვენებაში მყოფმა მერმა ახალგაზრდა კაცს ჯერ საქმე გაურჩია, შემდეგ კი ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა. საჯაროდ მომხდარ თავდასხმის ფაქტზე კი პოლიცია საერთოდ არ დაინტერესებულა და  გამოძიებაც კი არ დაუწყია. 

ავსაჯანიშვილმა იმ ორგანიზაციის წევრი სცემა, რომელიც ხეობაში მოსახლეობასთან ერთად "კამარა ჰესის" მშენებლობას აპროტესტებს. სწორედ ამ პროტესტს უკავშირდება ყაზბეგის მერის მიერ დაწყებული რეპრესიები. ვინ დგას "კამარა ჰესის" უკან - ირკვევა, რომ კვალი უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორებამდე მიდის, რომელთა კომპანიებიც ოფშორულ ზონებშია რეგისტრირებული. მათი ინტერესების დაცვა კი ხეობაში ყაზბეგის მერს დაევალა.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები